თბილისში მდებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმ...

Home » » პარლამენტში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება

პარლამენტში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება

თბილისში მდებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომლის შემდეგაც სიტყვით პრემიერი და პრეზიდენტი გამოვიდნენ. 
გამოსვლისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მართმადიდებლური ეკლესიის როლზე ისაუბრეს.
კონფერენციის ფარგლებში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოხსენებებს წარმოადგენენ.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერონ.
ღონისძიების დასასრულს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მონაწილეებს დალოცავს.