ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ესპანურ სამაშველო ორგანიზაცი...

Home » » ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ესპანურ სამაშველო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
ორგანიზაციის ცნობით, ზღვიდან ამოღებულია ორი ნავი. თითოეულ მათგანზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 
ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. 
მათი განცხადებით, მცურავ საშუალებებზე 240 მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებიც სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან. 
აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურებენ, რაც სამაშველო ოპერაციიდან ინფორმაციას მიიღებენ. 
ლიბიიდან იტალიის გავლით ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი უმრავლესობა ხმელთაშუა ზღვაში იღუპება.