25-26 მარტს, „თბილისის ლიგა 2017“ “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებზე 09:30 საათიდან აიღებს სტარტს. თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლი...

Home » » თბილისის ლიგა 2017 იწყება !

თბილისის ლიგა 2017 იწყება !

25-26 მარტს, „თბილისის ლიგა 2017“ “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებზე 09:30 საათიდან აიღებს სტარტს.
თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლიგებისგან შედგება. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს 10 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. ხოლო პირველ ლიგაში 20 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. უმაღლეს ლიგაში გუნდები იასპარაზებენ ორ, ხოლო პირველ ლიგაში ერთ წრედ.
პარალელურად, გუნდები ოლიმპიური სისტემით იასპარეზებენ „თბილისის მერიის თასი 2017“-ის გათამაშებაში და გამოავლენენ ორ გუნდს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის ფინალურ ეტაპზე. სეზონის ბოლოს, თბილისის ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერთასზე“.
თბილისის ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები „აჭარა“ და „თრიალეთი“, ინტერნეტპორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.