მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წარმოამდგენლების პოზიცია...

Home » » ნადირაშვილი: ივანიშვილს თავისი ამოცანის შესრულება - „რუსთავი 2“ ჯიბეში ჩაიდოს, ძალიან გაუჭირდება

ნადირაშვილი: ივანიშვილს თავისი ამოცანის შესრულება - „რუსთავი 2“ ჯიბეში ჩაიდოს, ძალიან გაუჭირდება

მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წარმოამდგენლების პოზიცია სწორია. 
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებიოს შეფასებისას აღნიშნა. 
„სტრასბურგის სასამართლოს მთავარი გზავნილი „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო. „რუსთავი 2“-ის კოლექტივის ხელში საკონტროლო პაკეტის ყოფნა ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია და რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი ამოცანის შესრულება - ჯიბეში ჩაიდოს „რუსთავი 2“, ძალიან გაუჭირდება”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა გუშინ ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას უარით უპასუხეს. 
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის აქციების მფლობელების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და უარის თქმის მიზეზები განმარტა.