მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის დროს დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან. ისინი 3000-ლარიან კ...

Home » » “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ და მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან

“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ და მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის დროს დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან.
ისინი 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ და დღეს მორიგი აქციის გამართვას გეგმავენ.
როგორც დაზარალებულებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ერთმანეთში ხვალ, 14:00 საათისთვის დაგეგმილი აქციის დეტალებს შეათანხმებენ. აქცია ხვალისთვის პარლამენტის შენობის წინ იგეგმება.
მათი პოზიცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ მერიამ მოთხოვნილი 5000-ლარიანი კომპენსაციის ნაცვლად, 3000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება შესთავაზა.
დაზარალებულები უარს ამბობენ ამ თანხის აღებაზე, რადგან, მათი თქმით, 3000 ლარი მათ რეალურად ვერაფერში დაეხმარება.
დაზარალებულების მოთხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 5 000 ლარით მოხდეს მათი კომპენსირება.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ორშაბათიდან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისთვის მიმართვას აპირებენ.