ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია.  BBC-ის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რ...

Home » » ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდია

ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდია

ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია. 
BBC-ის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ექსტრემისტულ ქმედებაში მანამდეც იყო შემჩნეული. 
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო. 
თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, გარდაცვლილებს პარლამენტის შენობასთან და საკანონმდებლო ორგანოში პატივი მიაგეს, სადაც სიტყვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გამოვიდა.
ლონდონში, პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ტერაქტს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40 კი - დაშავდა.