აჭარის მთავრობის წინააღმდეგ მოგებული დავა. განათლების სამინისტროდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე, სამსახურში აღდგენილია. “აჭარის ტელევ...

Home » » აჭარის მთავრობის წინააღმდეგ მოგებული დავა – საჯარო მოხელეები სამსახურში აღადგინეს

აჭარის მთავრობის წინააღმდეგ მოგებული დავა – საჯარო მოხელეები სამსახურში აღადგინეს

აჭარის მთავრობის წინააღმდეგ მოგებული დავა. განათლების სამინისტროდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე, სამსახურში აღდგენილია.
“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, როლანდ დოლაბერიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ბრძანებით, სამსახურიდან გასული წლის 13 მაისს გაათავისუფლეს. მიზეზად უწყების კომპიუტერიდან ფაილების წაშლა დასახელდა. თითქმის ერთ წლიანი სასამართლო დავის შემდეგ დოლაბერიძემ პროცესი მოიგო. სამინისტრომ მას 12 100 ლარის ოდენობის გაცდენილი ხელფასი უნდა აუნაზრაუროს და სამსახურში აღადგინოს.
“არაერთხელ შეეცადა ჩემს წინააღმდეგ ასეთი საქმეების წამოწევას, თუმცა ვერ მოახერხეს და ბოლო დაგეგმეს, თითქოს მე რაღაც ინფორმაცია წავშალე. სასმართლოს მეშვეობით დადგინდა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს”,-აცხადებს როლანდ დოლაბერიძე.
განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
აჭარის ხელისუფლების სხვადასხვა უწყებამ თანამშრომელთან სასამართლო პროცესი ბევრჯერ წააგო. ერთ-ერთი გარემოს დაცვის სამმართველო, რომელმაც დავა სააპელაციო სასამართლოშიც წააგო.