25 მარტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა ამ წუთებში მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკატედრო ტაძარში, ავტოკეფალი...

Home » » დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
ამ წუთებში მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკატედრო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული.  მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.
საქართველოს პარლამენტში გუშინ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ პატრიარქი,  პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.