წიგნის სახელი:   შესავალი NoSQL მონაცემთა ბაზებში (MongoDB) წიგნის ავტორი:  გია სურგულაძე, გიორგი კივილაძ გვერდების რაოდენობა:  153 PDF წიგნ...

Home » » შესავალი NoSQL მონაცემთა ბაზებში (MongoDB)

შესავალი NoSQL მონაცემთა ბაზებში (MongoDB)


წიგნის სახელი:
 შესავალი NoSQL მონაცემთა ბაზებში (MongoDB)
წიგნის ავტორი:
 გია სურგულაძე, გიორგი კივილაძ
გვერდების რაოდენობა:
 153 PDF
წიგნის აღწერა:
განხილულია მართვის საინფორმაციო სისტემებში განსაკუთრებით დიდი მონაცემების დამუშავების და შენახვის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტული საშუალებები. კლასიკური რელაციური მონაცემთა ბაზების გვერდით წარმოდგენილია დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური ტექნოლოგია – NoSQL, რომელიც, ხშირად, ახალი ტიპის არარელაციურ მონაცემთა ბაზების ოჯახის სახით განიხილება. აქვე, უფრო დეტალურად, მოცემულია მისი კონკრეტული რეალიზაციიის მაგალითი – MongoDB პაკეტი. შედარებულია რელაციური და არარელაციური ბაზების გამოყენების მახასიათებლები, მათი დადებითი და უარყოფითი მომენტები მართვის საინფორმაციო სისტემებში. განსაზღვრულია ასეთი მონაცემთა ბაზების ეფექტური გამოყენების სფეროები და პირობები. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია NoSQL ტიპის მონაცემთა ბაზებზე, მათ სტრუქტურაზე და კომპონენტებზე, მომხმარებლის სამუშაო გარემოზე და დიდი ბაზების (Big Data) ადმინისტრირების პრობლემებზე. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის, ასევე, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.


                                                            გადმოწერა