წიგნის სახელი:  WEB საიტების ვიზუალური დაპროექტება წიგნის ავტორი:  ზურაბ წვერიაძე, ფილხაზ პაატაშვილი, რამაზ შამუგია გვერდების რაოდენობა:  13...

Home » » WEB საიტების ვიზუალური დაპროექტება

WEB საიტების ვიზუალური დაპროექტება


წიგნის სახელი:
 WEB საიტების ვიზუალური დაპროექტება
წიგნის ავტორი:
 ზურაბ წვერიაძე, ფილხაზ პაატაშვილი, რამაზ შამუგია
გვერდების რაოდენობა:
 136
წიგნის აღწერა:
როგორც ცნობილია ვებ საიტი არის საერთო თემატიკით გაერთიანებული და ჰიპერმიმართვებით დაკავშირებული მრავალი ვებ გვერდის ერთობლიობა. ვებ გვერდის შექმნა Macromedia Dreamweaver-ში ხორციელდება ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში. ვებ გვერდის შექმნა ჰგავს Word-ში დოკუმენტის შექმნას. Macromedia Dreamweaver მრავალფუნქციური რედაქტორია, რომლის საშუალებით შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი სირთულის ვებ გვერდი. რედაქტორში მუშაობის ასათვისებლად საჭიროა მინიმუმ ტექსტური რედაქტორის Word-ის ცოდნა. ვებ გვერდის ფორმირებისას რედაქტორის მიერ ავტომატურად გენერირდება ამ გვერდის შესაბამისი Html კოდი. ბუნებრივია, დაისმის კითხვა, ამ შემთხვევაში აუცილებელია თუ არა Html ენის ცოდნა? Html ენის ცოდნა, მინიმუმ, ორი მიზეზითაა საჭირო: 6 პირველი – Macromedia Dreamweaver-ით ვებ გვერდის ფორმირებისას სისტემის მიერ გენერი- რებული Html კოდი შეიცავს დიდი რაოდენობის ტეგებს, რომლებიც გენერირებულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოცემული პარამეტრის მნიშვნელობა სისტემის მიერ გაჩუმებით აღიქმება. მათი ამოშლა კოდიდან ამცირებს გვერდის მოცულობას და, შესაბამისად, ზრდის ბრაუზერში გვერდის ჩატვირთვის სიჩქარეს. Html ენის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, კოდის მოცულობის შემცირების მიზნით, ჩატარდეს სისტემის მიერ გენერირებული კოდის რედაქტირება. მეორე – Web გვერდზე შეიძლება დავამატოთ ისეთი ეფექტები, რომელთა Html კოდის გენერირება სისტემის მიერ არ ხორციელდება. Web გვერდის ასაწყობად ასევე ვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალური დაპროგრამების ენებს. გარდა პროგრამირების ცოდნისა, Web გვერდის შესაქმნელად პროგრამისტს აუცილებლად სჭირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების პროგრამის გამოყენება. ჩვენი მიზანია სწორედ, სტუდენტებს და 7 არა მარტო მათ, ვასწავლოთ შეძლებისდაგვარად ძირითადი მართვის ობიექტები, რომლებსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში Web გვერდების ასაწყობად. მოყვანილი თემები, სტუდენტებს დიდად დაეხმარება პროგრამის შესწავლისას.

გადმოწერა